გაერო-ს ექსპერტები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ბოლოდროინდელ გამწვავებაში სამხედრო დანაშაულების ნიშნებს ხედავენ

 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ექსპერტები პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ბოლოდროინდელ გამწვავებაში ორივე მხარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებენ.

ამის შესახებ DPA გაერო-ს ექსპერტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი ინციდენტები ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ უნდა იყოს გამოძიებული.

სპეციალისტების კრიტიკა, ძირითადად, გამოწვეულია ღაზას სექტორის მჭიდროდ დასახლებული რაიონების, აგრეთვე, ისრაელის ურბანული უბნების დაბომბვით.

ამასთანავე, სააგენტო AFP “ჰამასის” წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მას საკმარისი რაკეტები გააჩნია, რათა სროლა კიდევ ორი თვის განმავლობაში გააგრძელოს.

AFP ხაზს უსვამს, რომ, ირანის მხარდაჭერით, ბოევიკებს ამჯერად აქვთ წვდომა ფართო არსენალზე, ასევე, ისეთ იარაღზე, რომლებსაც მოქმედების დიდი მანძილი აქვს, რაც წინა ესკალაციის დროს არ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ “ჰამასი” ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები