ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზონაში სარაკეტო იერიშები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზონაში სარაკეტო იერიშები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კერძოდ, ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან 12 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 50 რაკეტა იყო გაშვებული, მათგან 10 მათივე ტერიტორიაზე აფეთქდა.
ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 მაისიდან, მთლიანობაში, ისრაელის მიმართულებით 3 750 რაკეტაა გაშვებული, მათგან 550 ღაზაშივე ჩამოვარდა, 90% “რკინის გუმბათმა” მოიგერია.

რაც შეეხება ისრაელის ტერიტორიიდან გაშვებულ ჭურვებს, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედროებმა რაფაჰისა და ხან-იუნისის რაიონები აიღეს სამიზნედ.

არმიაში ამბობენ, რომ 25-წუთიანი იერიშის დროს განადგურებულია “ჰამასის” 40-მდე მიწისქვეშა ობიექტი.

52-მა გამანადგურებელმა 120-მდე მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები