ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის 26 ქვეყანა თანხმდება, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში პრიორიტეტია ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელება

ევროკავშირის 26 ქვეყანა თანხმდება, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში პრიორიტეტია ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

„ჩვენ უნდა აღვადგინოთ პოლიტიკური ჰორიზონტი მხარეებს შორის ხელახლა შეთანხმებისთვის სივრცის შესწავლით და ნდობის აღდგენის ზომების შემუშავებით, რაც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების დაწყებას. ამან შეიძლება გზა გაუხსნას სამშვიდობო პროცესის პოტენციურ დაწყებას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩიხში იყო“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, კონფლიქტი შეიძლება გავრცელდეს მთელ რეგიონში. ის ასევე იმედოვნებს, რომ ისრაელი არ დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ”იარაღი საბოლოოდ უნდა დადუმდეს“.

ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები