გივი მიქანაძე: საკითხები, რომლებიც საგამოძიებო კომისიის წინაშე დაისვა, მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული

“საკითხები, რომლებიც საგამოძიებო კომისიის წინაშე დაისვა, მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული”, – ამის შესახებ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” დღესაც შეუძლია, შეუერთდეს და კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს.

„ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ პროცესს და ის საკითხები, რომლებიც კომისიის წინაშე დაისვა, მისი მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი, გამოძიებული და ამის ამსახველი დასკვნა შემდეგ, როცა დრო დადგება, წარედგინება ჯერ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი – პლენარულ სესიაზე და ყველა კითხვაზე შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული.

რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობას”, მათ დღესაც კი შეუძლიათ, შემოუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ კომისიის საქმიანობაში, როგორც თავისი მოსაზრებებისა და კონკრეტული არგუმენტების გამოთქმის კუთხით, ასევე, გარკვეული მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი იქნება კომისიის საქმიანობისთვის“, – აღნიშნა მიქანაძემ.

პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები