უკრაინა ვაქცინის მისაღებად თეთრ სახლს მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში ქვეყნის ელჩს, ოქსანა მარკაროვას დაავალა, მიმართოს თეთრ სახლს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების საკითხის განსახილველად.

ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა

როგორც კულებამ თქვა, კიევი მიესალმება ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, მესამე ქვეყნებს გადასცეს ვაქცინის 80 მილიონი დოზა.

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ღარიბ ქვეყნებს გადასცემენ Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson&Johnson-ის 20 მილიონ დოზას, ასევე, “ასტრაზენეკას” 60 მილიონ დოზას.

თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ პრეპარატს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები