„მეოცნებე ნიამორი” – ლადო გუდიაშვილის საიუბილეო წელთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა

21 მაისს, 15:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას – „მეოცნებე ნიამორი”, რომელიც ქართველი მხატვრის – ლადო გუდიაშვილის საიუბილეო წელს უკავშირდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს მრავალფეროვან თემატურ, ვიზუალურ, აუდიო და ვიდეომასალას და შემეცნეცნებით აქტივობებს.
პროგრამის მონაწილეები ეროვნულ გალერეაში დაათვალიერებენ ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენას და აღმოჩნდებიან მხატვრის მოგონებების სამყაროში. გაეცნობიან მხატვრის ბიოგრაფიას და საინტერესო ჩანაწერებს პარიზისა და თბილისის ინტელექტუალური კაფეების – „როტონდასა” და „ქიმერიონის” შესახებ; ასევე  – ლადო გუდიაშვილის მოგონებებს გამორჩეულ ადამიანებზე: ფიროსმანი, ვაჟა, მოდილიანი, პიკასო, ჩარლი ჩაპლინი და სხვ.
შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართება, მონაწილეები თავად წაიკითხავენ მხატვრის მოგონებებს.

პროგრამა განკუთვნილია 8-12 წლის მოსწავლეთათვის;
პროგრამის ხანგრძლივობა: 45-60 წუთი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები