პუტინ-ბაიდენის სამიტის სავარაუდო ადგილი დასახელდა

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ივნისის შეხვედრა, სავარაუდოდ, შვეიცარიაში გაიმართება.

ასეთ ინფორმაცის რუსული “კომერსანტი” რუსეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება რუსეთისა და აშშ-ის პირველი დიპლომატების, სერგეი ლავროვისა და ენტონი ბლინკენის მოლაპარაკებაზე, რომელიც 19-20 მაისს არის ჩანიშნული.

ბაიდენსა და მის მრჩევლებს სურთ შეხვედრა ივნისში, მესამე ქვეყანაში შედგეს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში G7- ის შეხვედრისთვის და ბრიუსელში ნატო-ს მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლად იქნება ჩასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები