ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით წუხელ 90-მდე რაკეტა იქნა გაშვებული

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საღამოდან მთელი ღამის განმავლობაში 90-მდე რაკეტა იყო გაშვებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მათგან 20 ჭურვი ღაზას სექტორშივე ჩამოვარდა.

რაც შეეხება 10 მაისის საღამოდან ისრაელის მიმართულებით გასროლილ რაკეტებს, ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, რომ სულ 3440 რაკეტაა გაშვებული.

მათგან 500 ღაზას სექტორში ჩამოვარდა, 90% “რკინის გუმბათის” მიერ იყო ჩამოგდებული.

რაც შეეხება ისრაელის აქტივობას, მთელი ღამის განმავლობაში 62-მა გამანადგურებელმა “ჰამასის” გვირაბების ქსელის 65 ობიექტზე 110 მართვადი ჭურვი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები