გია ვოლსკი: ქალაქის მერი არის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი, არ შეიძლება, მისი ვალდებულება გიორგი გახარიას წინაშე გადაეფაროს მთავრობის წარმომადგენლის პასუხისმგებლობას
პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გიორგი შენგელიას გადადგომას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქალაქის მერი არის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი, არ შეიძლება, მისი ვალდებულება საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინაშე გადაეფაროს მთავრობის წარმომადგენლის პასუხისმგებლობას.
„როგორც უმრავლესობიდან წავიდნენ კონკრეტული ადამიანები, ისე წავლენ პოლიტიკური პოსტებიდან ის ადამიანები, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დაუკავშირეს სხვა პოლიტიკურ ძალას.
ქალაქის მერი არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი და მხარდაჭერილი, არ შეიძლება, მისი ვალდებულება გიორგი გახარიას წინაშე გადაეფაროს სახელმწიფოს, მთავრობის წარმომადგენლის პასუხისმგებლობას. პოლიტიკური პოზიციები და განსხვავებები უკვე აშკარაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.