კრემლი: უკრაინაში სუვერენიტეტის დეფიციტია

“უკრაინის ანტირუსული გადაწყვეტილებების უმეტესობა “მტკიცე ხელის” გავლენის ქვეშ მიიღება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინაში სუვერენიტეტის დეფიციტი შეინიშნება.

​”ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინაში სუვერენიტეტის გარკვეული დეფიციტი შეინიშნება. სუვერენიტეტის ამ დეფიციტს ავსებენ ისინი, ვინც, ასე ვთქვათ, უკრაინას ზოგჯერ მტკიცე ხელით მიმართავენ. სულ უფრო ხშირად მიმართავენ უკრაინას რუსეთის სიძულვილისკენ, ასე ვიტყოდი. ამიტომ, ყველაფერი, რასაც უკრაინა აკეთებს, ყველა მიღებული გადაწყვეტილება – და ბევრი გადაწყვეტილება მიიღება სწორედ, ამ ძალიან მკაცრი ხელის გავლენით და ის ანტირუსულ ხასიათს ატარებს ”, – თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები