ალუდა ღუდუშაური – დმანისის მოვლენებზე: პოლიცია მუშაობს უაღრესად ეფექტურად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, დმანისში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობს, პოლიცია ეფექტურად მუშაობს.

მისივე თქმით, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.

“ყოველგვარი ძალადობა, აგრესია მიუღებელია. პოლიცია მუშაობს უაღრესად ეფექტურად. მას შემდეგ, რაც სიტუაცია საბოლოოდ დამშვიდდება და დასტაბილურდება,  მოხდება კიდევ უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზის გაკეთება. ამიტომ, ნაადრევი შეფასებები დამაზიანებელია პროცესისთვის. პოლიცია არის მშვიდობისთვის განწყობილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მოხდეს ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა და მხარეებმა შეძლონ შერიგება”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა “კურიერთან” საუბრისას.

ინციდენტი გუშინ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესაც გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები