დეკანოზი შალვა კეკელია: ცოდვის პროპაგანდა კი არ უნდა იყოს, პირიქით, ცოდვის წინააღმდეგ ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ და შევთანხმდეთ, რომ ოჯახის სიწმინდე უფრო მყარად იყოს ჩვენს ქვეყანაში

მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დეკანოზმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ცოდვის პროპაგანდა არ უნდა ხდებოდეს.

„ყველა ეკლესიის შვილია. ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ერთ რამეს, ძალიან მნიშვნელოვანია,ოჯახის სიწმინდის დღეს ოჯახის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ნებისმიერი ცოდვა, რომელიც ადამიანს რყვნის და ანადგურებს, ქრისტიანისა და ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია. ოჯახი არის სიმყარე, სიმტკიცე. ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ცოდვაში არიან, იქედან უნდა გამოვიყვანოთ. ცოდვის პროპაგანდა კი არ უნდა იყოს, პირიქით, ცოდვის წინააღმდეგ ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ და შევთანხმდეთ, რომ ოჯახის სიწმინდე უფრო მყარად იყოს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები