UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი იწყებს პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“

გაერო-ს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი იწყებს პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ ინიციატივის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში 23 მუნიციპალიტეტში, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები, ვებინარები და საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია.

კურსის დასასრულ, ყველა მონაწილეს გადაეცემა პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები. ინიციატივის ფარგლებში, ისინი მუნიციპალიტეტში დაგეგმავენ და განახორციელებენ მოხალისეობრივ პროექტებს თანატოლთა ჩართულობით. ტრენინგის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები გაეცნობიან პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობასა და COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს.
ასევე, მიიღებენ ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევით რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად. ტრენინგის გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დარგების ექსპერტები.. ინიციატივა ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ მიზანია პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სანიტარული პრაქტიკების საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება ახალგაზრდებსა და მოზარდებში.
ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი უკვე 10 წელზე მეტია მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ახდენს მოხალისეობის პოპულარიზაციასა და შესაბამისი პროგრამების დანერგვას, მართავს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, აქტიურად ახორციელებს მოხალისეობრივ პროექტებს საქართველოს მასშტაბით. #დაიცავიჰიგიენაშენიჯანმრთელობისთვის.R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები