საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 528 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 879-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები