ხელჩართული ჩხუბი ჯოხებით – რა მოხდა გვიან ღამით დმანისში
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, ნაცემია მაღაზიის მეპატრონე და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა.
შემთხვევის ადგილთან ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები როგორ სცემენ ერთმანეთს.
დმანისის პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველთა და ინციდენტის მონაწილეთა გამოკითხვა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.