დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიღებას იწყებს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიღებას ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსსა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე იწყებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან: უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი; უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები, მიჩმანები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით; უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით; სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები