ღაზას სექტორიდან ბოლოდროინდელი კონფლიქტის დაწყებიდან 1800 რაკეტაა გაშვებული

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზონაში, 10 მაისის საღამოდან ვითარების ესკალაციის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სულ 1800 რაკეტა იყო გაშვებული.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესმდივანმა, იონათან კონრიკუსმა განაცხადა.

მისი თქმით, გაშვებული რაკეტებიდან 430 ღაზას სექტორშივე ჩამოვარდა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა
ემსხვერპლა.
რაც შეეხება ისრაელის სარაკეტო იერიშებს, ისრაელის ავიაცია და არტილერია “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ვითარების ესკალაციიდან სულ დანგრეულია 4 ათასი საცხოვრებელი სახლი, ღაზას ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები