ჯანმო-ს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა კოვის19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ამის შესახებ გებრეისუსმა სოციალურ ქსელში დაწერა და ფაქტის ამსახველი ფოტო გაავრცელა.

გებრეისუსმა ფოტოს მინაწერი გაუკეთა: “დღეს კოვიდ19-ისგან აცრის ჩემი ჯერი იყო, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში”.

მან ასევე მოუწოდა პლანეტის მოსახლეობას, ყველას – ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, აუცილებლად აიცრას.

”თუ თქვენ ჩემსავით ცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, გთხოვთ აიცრათ, როდესაც თქვენი ჯერი დადგება”, – წერს გებრეისუსი.

ამასთან, უცნობია, თუ რომელი მწარმოებლის პრეპარატით აიცრა ჯანმო-ს გენერალური დირექტორი.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები