შალვა პაპუაშვილი: როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ წერს.
„როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ.
როდესაც პოლიტიკას ამოეფარები და საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას გამოიწვევ…
როდესაც საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულება პასუხს გაგცემს…
როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები…
როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ…
როდესაც გამბედაობა არ გყოფნის…“, – წერს პაპუაშვილი.