გიგი უგულავა მანდატიან პარტიებს პარლამენტში შესვლას ურჩევს

“დასავლელი პარტნიორის დოკუმენტი აღარ არის იგნორირებული მას შემდეგ, რაც  პარლამენტში 113 ადამიანია”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავა მანდატის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლას ურჩევს.

„დასავლელი პარტნიორის დოკუმენტი აღარ არის იგნორირებული მას შემდეგ, რაც   პარლამენტში 113 ადამიანია. ამის მიღმა არცერთ პარტიას არ სჭირდება ხელმოწერაზე შეერთება, თუ ის პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს. მე, მაგალითად, მანდატიან პარტიებს ვურჩევდი, ახლა, ასეთ ვითარებაში პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არ მოაწერენ, ეს მათი საქმეა და მე, სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია არსებით საკითხად“, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები