ლევან იოსელიანი: ვისურვებდი, რომ პარლამენტი სრულად შედგეს და ყველა არჩეული დეპუტატი იჯდეს პარლამენტში

“ვისურვებდი, რომ პარლამენტი სრულად შედგეს და ყველა არჩეული დეპუტატი იჯდეს პარლამენტში”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.

„მათი გადასაწყვეტია, მოაწერენ შეთანხმებას ხელს და შემოვლენ პარლამენტში თუ არა. მე ვისურვებდი, რომ პარლამენტი სრულად შედგეს და ყველა არჩეული დეპუტატი იჯდეს პარლამენტში, ოპოზიციამ აიღოს ის ფუნქცია, რაც უნდა ჰქონდეს და გავაგრძელოთ მუშაობა იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ადარდებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები