გიგი უგულავა: 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს
13 მაისს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, პროცესი აეროპორტში ძიუდოისტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება.
“რა დილა თენდება.
13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცეჩემპიონს, ბადრი საბა გავაშელიშვილს ვცემე, აი, ეგ საქმე.
მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე”, – წერს უგულავა.