სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა. დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, “საქმის გარჩევას” კი მოგვიანებით სროლა მოჰყვა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები