“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ წუთებში დატოვა.
ადგილზე შეკრებილები არიან ნიკა მელიას თანაგუნდელები და მხარდამჭერები.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.