შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ერთი ფარსი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ის იყო პოლიტიკური პატიმარი
“ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ერთი ფარსი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ის იყო პოლიტიკური პატიმარი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია საჭიროა არა ნიკა მელიასთვის, არამედ იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტად გამოყენება.
„ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ერთი ფარსი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ის იყო პოლიტიკური პატიმარი. თუმცა, არ დასრულდება მეორე საკითხი, რომელიც ეხება 20 ივნისს და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეფასებებს. ამიტომ არის ამნისტია საჭირო, არა ნიკა მელიასთვის, არამედ იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტად გამოყენება და წინ გავიხედოთ. ეს არის ამნისტია და გვინდა, ეს ინსტრუმენტი განვახორციელოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.