რა საკითხები განიხილება კაჭრეთში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე
თუ რა საკითხების განხილვა მოხდება კაჭრეთში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე, დეტალებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ რამდენიმე საკითხი არის მნიშვნელოვანი. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, აქ რომ დავაახლოოთ ჩვენი წარმოდგენები. მეორე არის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – რა ფორმითა და რა მასშტაბით შეიძლება, ეს მოხდეს. გვექნება ადმინისტრაციის უფრო გამართული მუშაობა, საჩივრების განხილვის უფრო გამართული სისტემა, უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ რაიმე კითხვის ნიშნის დაყენების უფლებაც კი არ ჰქონდეს ვინმეს ამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობენ.