ლევან იოსელიანი: ამნისტიის კანონპროექტი დამატებითი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს

“ამნისტიის კანონპროექტი დამატებითი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შევა, კარგია,  თუ არადა, მათი არჩევანი იქნება.

„ამნისტიის კანონზე თუ ვერ ვთანხმდებით, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ მოძრაობა წინ გავაგრძელოთ. ამნისტიის კანონპროექტი დამატებითი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს. თუ საერთო ფორმულირებამდე მივალთ, კარგი იქნება, თუ არადა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ცალ-ცალკე კანონპროექტით სიარული საწინააღმდეგოა იმ სულისკვეთების, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული. რეალურად, ხომ ნიკა მელიას გამო მოხდა მისი ასახვა? ფაქტია, ეს ამნისტია ერთ ადამიანს ვერ შეეხება და სხვა პირები შემოდიან ორივე მხრიდან, ამან გაართულა კონსენსუსის მიღწევა, თუმცა მგონია, საერთო ფორმულირებამდე მივიდეთ, რადგან პროექტებს შორის დრამატული განსხვავება არ არის. თუ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა, კარგია და თუ არადა, მათი არჩევანი იქნება. პოლიტპატიმრობას არ განსაზღვრავს, გირაოს ვინ იხდის, მნიშვნელოვანია, საქმე როგორ არის მის წინააღმდეგ აღძრული. 20 ივნისის საქმეები კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ არის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები