ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული – ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.
სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს, თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით, „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.