პროკურორი: ნიკა მელიას პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს

“ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება შუამდგომლობის განხილვა.

“ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნიკარონ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგოლობის განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. როგორც საზოგადოებაში არის ცნობილი ჩვენი დეკლარილებული პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად ასევე ამ შემთხვევაშიც პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე, სათანადო ქცევა სისიხლის სამართლის სივრცეში და ზოგადად პრინციპზე, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. აქედან გამომდინარე ეს ჩვენი შუამდგომლობა შეტანილია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ”, – განაცხადა სადრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები