„უნივერსალური ტენდენციები ანთროპონიმიაში (წინადადება საკუთარ სახელად)” – ონლაინლექცია

11 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – მარიკა ჯიქია გამართავს ონლაინლექციას – „უნივერსალური ტენდენციები ანთროპონიმიაში (წინადადება საკუთარ სახელად)”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია ეხმიანება ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიას და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე.
დასასწრებად  სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/3f5IHdm

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები