„ფოტოისტორიები რეგიონიდან“ – კონკურსი ახალგაზრდებისთვის

„თავისუფალი ასოციაცია“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის – „ფოტოისტორიები რეგიონიდან“.
„სადაც არ უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ, ფოტოებს იღებ და ფოტოისტორიების მომზადება შენი პროფესიის ნაწილი თუ არა ჰობი მაინც არის, ეს გზავნილი შენთვისაა.
მოგვაწოდე ფოტოისტორიები, თუ გაინტერესებთ: სოციალური თემატიკა, ეკოლოგია, ახალგაზრდები, კულტურა, განათლება, ადამიანის უფლებები და ზოგადად, საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია… მოგვიყევი ამბავი, რომელიც გინდა, რომ სხვებმაც იცოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პირველ და მეორე ადგილზე გასულ ახალგაზრდებს გადაეცემათ, 600 ლარისა და 300 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა).
ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გაიგზავნოს ფოტოისტორია 3-ზე მეტი ფოტოთი და ნახევარგვერდიანი ტექსტით მაინც.
ელ.ფოსტა: tavisupalia@gmail.com
ნამუშევრები 25 სექტემბრამდე მიიღება.
პროექტს „ფოტოისტორიები  რეგიონიდან“ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები