მიხეილ სააკაშვილის სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში არის ცინიზმი ყველა იმ ნაწამებ, ქონებაწართმეულ, განადგურებული ოჯახების მიმართ, რომლებიც ათასობით არიან – POSTV

„ცინიზმი- აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმებისადმი, ისეთი რაიმესადმი, რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, თავხედური გულახდილობა. ცინიკოსი-პირი, რომელსაც ცინიზმი ახასიათებს, უსირცხვილო ადამიანი. სწორედ ორ გამორჩეულად უსირცხვილო ადამიანზე მოგიყვებით ამ სიუჟეტში,- ტელეკომპანია ,,POSTV“ მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ,,სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ვრცელ სიუჟეტს უძღვნის.

სიუჟეტში სააკაშვილის ეს ქმედება შეფასებულია როგორც ცინიზმი და შედარებულია ბრეივიკთან, რომელიც სამარტოო საკანში ყოფნას აპროტესტებდა მაშინ, როცა 2011 წელს, ნორვეგიაში 2 სისხლიანი ტერაქტი მოაწყო, რის შედეგადაც 77 ადამიანი დაიღუპა.
ავტორის თქმით, სააკაშვილის მიერ სარჩელის შეტანა არის ცინიზმი ყველა იმ ნაწამებ, ქონებაწართმეულ, დაშინებულ და განადგურებული ოჯახების მიმართ, რომლებიც ათასობით არიან და რომელთა გაუბედურებაში მთავარი წვლილი სწორედ მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის.

,,ანდრეს ბრეივიკი ნორვეგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ- ნორვეგიაში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში მსჯავრდებულმა ბრეივიკმა 2012 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ტერორისტი ბრალს სდებდა ციხის ადმინისტრაციას, რომ მისი უფლებები ირღვეოდა და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდა, კერძოდ ის აპროტესტებდა მის სამარტოო საკანში მოთავსებასა და სხვა პატიმრობისგან იზოლირებას. არავინ ითხოვს, რომ ბრეივიკს მოექცნენ ისე, როგორც ადრე გლდანის ციხეში პატიმრებს ექცეოდნენ, თუმცა ეს ადამიანების უფლებების დაცვა არ არის, ეს არის – ცინიზმი, ცინიზმი- სწორედ ადამიანის უფლებების მიმართ. შეგახსენებთ 2011 წელს ბრეივიკმა ნორვეგიაში 2 სისხლიანი ტერაქტი მოაწყო, რის შედეგადაც 77 ადამიანი დაიღუპა. ზუსტად ასეთი ცინიზმით გამოირჩევა ქვეყნიდან გაქცეული ექს პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ- საქართველოდან გაქცეულმა ექს პრეზიდენტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, საუბარია ორ სისხლის სამართლის საქმეზე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტსა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ბრალდებები მის მიმართ შეთითხნილი და პოლიტიკურია. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას თუ არა ცინიზმი, ცინიზმი ვალერი გელაშვილის , გირგვლიანის , ყველა იმ ნაწამებ, ქონება წართმეულ, დაშინებულ და განადგურებული ოჯახების მიმართ, რომლებიც ათასობით არიან და რომელთა გაუბედურებაში მთავარი წვლილი სწორედ მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. რა შეიძლება ვუწოდოთ სააკაშვილის ამ საქციელს თუ არა ცინიზმი’,- ნათქვამია სიუჟეტში.
ავტორი სიმბოლურს უწოდებს სარჩელის სახელს ,, სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან მისი თქმით სააკაშვილის მოღვაწეობაც იდენტურია და რომ იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს წინააღმდეგ, უბრალოდ ახლა ამის გაფორმება სამართლებრივადაც გადაწყვიტა.

,,ქვეყნიდან გაქცეული ექს პრეზიდენტი უსირცხვილოდ მიდის იმ სასამართლოში , რომელმაც თავის დროზე სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, როინ შავაძისა და სხვა უამრავი ადამიანების წამების ფაქტზე სააკაშVილი დამნაშავედ ცნო.
ნაციონალური მოძრაობის რუპორი მედია კი, უტიფრად ცდილობს, ერთი თითქოს პატარა დეტალის ცვლილებით სააკაშვილს უსიამოვნება აარიდონ. აი მაგალითად ისინი სტრასბურგში შეტანილ სარჩელს მის რეალურ სახელს ანუ – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღდეგ კი არა, არამედ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უწოდებენ, რაც მხოლოდ მათი ინტერპრეტაციაა. მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტები წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ მას ხელებიდან უდანაშაულო ადამიანების სისხლი მოწმინდონ, თუმცა შეუძლებელია ქართველებს დაავიწყდეთ ის სიბოროტეები რაც სააკაშვილის მმართველობის დროს მან და მისმა დამქაშებმა ჩაიდინეს. თითქოს გაქცეული ექს პრეზიდენტი მხოლოდ ე.წ. პიჯაკების საქმეზეა ბრალდებული ამაოა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების სიმძიმე კი გამაოგნებელი“,- ნათქვამია სიუჟეტში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის რუპორი მედია უტიფრად ცდილობს, თითქოს პატარა დეტალის ცვლილებით სააკაშვილს უსიამოვნება აარიდონ და ისინი სტრასბურგში შეტანილ სარჩელს მის რეალურ სახელს ანუ – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღდეგ კი არა, არამედ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უწოდებენ, რაც მხოლოდ მათი ინტერპრეტაციაა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტები წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ მას ხელებიდან უდანაშაულო ადამიანების სისხლი მოწმინდონ, თუმცა როგორც ავტორი მიიჩნევს, შეუძლებელია ქართველებს დაავიწყდეთ ის სიბოროტეები რაც სააკაშვილის მმართველობის დროს მან და მისმა დამქაშებმა ჩაიდინეს.
,,მცდელობა, რომ თითქოს გაქცეული ექს პრეზიდენტი მხოლოდ ე.წ. პიჯაკების საქმეზეა ბრალდებული ამაოა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების სიმძიმე კი გამაოგნებელი“,- აცხადებს ავტორი.
სიუჟეტში დეტალურად არის საუბარი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, ტელეიმედის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე, ასევე ვალერი გელაშვილის, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის საქმეებზე და ნათქვამია, რომ ეს არის მცირე ჩამონთვალი იმ სისასტიკეებისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ლაქიებთან ერთად 9 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ჩადიოდა.
,,ახლა კი ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას ქვეყნიდან გაქცეული ექს პრეზიდენტი სასამართლოს საშუალებით ცდილობს. სადაც არ უნდა შეიტანოს მან საჩIვარი, იქნება ეს სტრასბურგი თუ ჰააგა, სააკაშვილი მისი მსხვერპლების სისხლს ვერ ჩამოირეცხავს. ბრეივიკის მიმართაც დადგინდა ადამიანის უფლებების დარღვევა თუმცა ის ისტორიაში ყოველთვის სისხლიან მკვლელად დარჩება. ბრეივიკმაც და სააკაშვილმაც კარგად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ და ისინი ამ სიტუაციაში შემთხვევით არ მოხვედრილან. ამბობენ ყველა ცინიკოსში იმედგაცრუებული იდეალისტი ცხოვრობსო, თუმცა ამ ორ ცინიკოსში მხოლოდ ბოროტება“,- აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები