პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის”, ,,ლელო – საქართველოსათვის“, “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესა და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.