თამარ კორძაია: ნიკა მელია არის ოპოზიციური პარტიების მომავალი ამ ქვეყანაში

“ნიკა მელია უკვე უნდა იყოს გარეთ, ვფიქრობ, რომ უნდა შევიდე, ვისაუბრო ყველაფერზე, მისი აზრი მოვისმინო, როგორ ხედავს საკუთარ თავს ციხის გარეთ”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა მელიას მონახულებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მელია არის ოპოზიციური პარტიების მომავალი.

“ნიკა მელია უკვე უნდა იყოს გარეთ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ არდადეგები გამოაცხადოს, არ იმუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა შევიდე, ვისაუბრო ყველაფერზე, მისი აზრი მოვისმინო, როგორ ხედავს საკუთარ თავს ციხის გარეთ, როგორ გეგმავს მომავალს, იმიტომ, რომ ნიკა მელია არის ოპოზიციური პარტიების მომავალი ამ ქვეყანაში და მისი აზრი ძალზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები