რატი იონათამიშვილი: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ოპოზიციის მხრიდან დისკუსია პოლიტიკურ დივიდენდებზე გათვლილი პროცესია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შეხვდნენ პრეზიდენტს, თუმცა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დისკუსია არასამართლებრივია.

იონათამიშვილის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ როგორ კარგავს რეიტინგს ოპოზიცია.

„ვფიქრობ, ოპოზიციას არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ დაუსახელებია ამ ინიციატივების განხილვის დროს. ისინი მხოლოდ პოპულისტური კომენტარებით გამოდიან. ცვლილებები, რაც შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მისი ერთი ნაწილი იყო აღსრულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, ხოლო მეორე ნაწილი სრულ ჰარმონიზაციაში მოდის ეუთო/ოდირ-ის სტანდარტთან, როდესაც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უფრო გამკაცრებული მიდგომაა კანონის მხრიდან. ცხადია, მათ აქვთ უფლება, შეხვდნენ პრეზიდენტს და პრეზიდენტიც ვალდებულია, მიიღოს ისინი. ეს პროცესი მინდა, დადებითად შევაფასო, მაგრამ თვითონ დისკუსია ამასთან დაკავშირებით არის არა სამართლებრივი, არამედ მხოლოდ პოლიტიკურ დივიდენდებზე გათვლილი პროცესი. ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ კარგავს რეიტინგს ოპოზიცია ასეთი ტაქტიკით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები