გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, ნაკლებად გვაინტერესებს, რა იქნება მისი გადაწყვეტილება

“ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მელია პოლიტიკურად მაინც დაზიანდება.

,,შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი სვლებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივმა თავმჯდომარემ მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქტიურ თავმჯდომარეს. თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში, ვერ გააგრძელებს პოლიტიკური აქტივობას და თუ გამოვა ციხიდან გირაოს სახით ან ამნისტია შეეხება, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, თუმცა, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ნიკა მელიას რწმენას, როდესაც ის ამბობდა, „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“, წინ დიდი გამოცდა ელოდა, მან არ დაიჯერა და აი შედეგიც, ახლა გადაწყვეტილება მასზეა. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რა იქნება მისი გადაწყვეტილება, მთავარია, რომ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა დღის წესრიგი დააწესეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს განვითარების გზა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები