სალომე სამადაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან სწორი იქნება, თუ „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებებს ვეტოს დაადებს

“პრეზიდენტის მხრიდან სწორი იქნება, თუ „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებებს ვეტოს დაადებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცვლილებები არ შეესაბამება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც პრეზიდენტის თანდასწრებით გაფორმდა.

„მიმაჩნია, რომ უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი მექანიზმით, რომელიც ამ ეტაპზე არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის, კონსტიტუციით ყველაზე სწრაფი გზა ამის შეჩერების არის სწორედ ვეტოს დადება აღნიშნული ცვლილებისთვის. ცხადია, გავაცნობ პრეზიდენტს ჩემს ხედვას. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები არ შეესაბამება, მათ შორის, იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ პრეზიდენტის თანდასწრებით. ამიტომ, ცხადია, სწორი იქნება მისი მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მკაცრი განცხადებები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დღემდე ვეტოს უფლება არ გამოუყენებია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები