„ბაირონი და საქართველო“ – ინესა მერაბიშვილის ლექცია

7 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგზანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი – ინესა მერაბიშვილი გამართავს ონლაინლექციას – „ბაირონი და საქართველო“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექცია ეხმაურება ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიას და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე.
დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/3vIURzz

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები