ჩემთვის ამნისტია იმ შემთხვევაში იყო საინტერესო, თუ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ეს შეთანხმების ნაწილი იქნებოდა – ლევან იოსელიანი

ჩემთვის ამნისტია იმ შემთხვევაში იყო საინტერესო, თუ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ეს შეთანხმების ნაწილი იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„შეთანხმების დოკუმენტში ამნისტია თავისთავად არ გაჩენილა და არც შარლ მიშელს ჰქონია იდეაში, რომ მოდი, ამ ხალხს ამნისტიის შესახებ ჩანაწერი გავუკეთოო. მე პროცესში ჩართული არ ვიყავი.

სავარაუდოდ, მხარეების მოთხოვნა იყო, რომ ეს ამნისტიის აქტი შემდგარიყო. ჩემი აზრით, ეს ამნისტიის აქტი უნდა გახდეს და ჯერ კიდევ არის ამის შესაძლებლობა, ერთმანეთისგან არა გზის გაყრის, არამედ ერთობლივი შეთანხმების საფუძველი.

ამნისტიის შესახებ ორი კანონია დაინიცირებული. თუ ეს ორი კანონი პარტიების მიერ ცალ-ცალკე წავა, მაშინ მე არანაირი მოტივაცია არ მექნება, ან ერთს დავუჭირო მხარი, ან მეორეს, რადგან თავისი არსით ჩემთვის არც ერთია საინტერესო და არც მეორე. ჩემთვის ამნისტია იმ შემთხვევაში იყო საინტერესო, თუ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ეს შეთანხმების ნაწილი იქნებოდა“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები