მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ მართლაც გიჟურია მხარდაჭერა
“არ ვიცი, რა თვალსაზრისით და მოტივაციით თქვა, მაგრამ შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ მართლაც გიჟურია მხარდაჭერა”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მას ქვეყანაში “გასაგიჟებელი მხარდაჭერა” აქვს.
სარჯველაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა კლებად რეჟიმშია.
“არ ვიცი, რა თვალსაზრისით და მოტივაციით თქვა, მაგრამ შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ მართლაც გიჟურია მხარდაჭერა. სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო პერსპექტივებზე კარგს ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემი ვარაუდით, კლებად რეჟიმშია მათი მხარდაჭერა და ამის დასტური იქნება, იმედი მაქვს, მომავალი არჩევნები. ღრმად მწამს, რომ დესტრუქციის მცდელობებს, რომლის კასკადი ვიხილეთ, უყურადღებოდ ქართველი ამომრჩეველი არ დატოვებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.