ლაშა დამენია: მთავარია, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი გათავისუფლებას დათანხმდა

„მთავარია, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი გათავისუფლებას დათანხმდა. ამიტომ, ველი, რომ ამ დღეებში ის საპატიმროდან გამოვა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

„ძალიან რთულია, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში რაიმე ლოგიკური მონახო. ერთი მხრივ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ამნისტია სწრაფად ამოქმედდეს, რადგან იქ დევს ყველა ის მუხლი, რომელიც, ფაქტობრივად, მათ სჭირდებათ. ასეთ პირობებში, რეგულაციების მოშველიებით, პარლამენტის სხდომების გადადება, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ ნიკა მელია დათანხმდა ევროკავშირის გირაოთი გათავისუფლებას. ამიტომ, ველი, რომ ამ დღეებში ის გამოვა. 20 ივნისის კომისიის შექმნას, ფაქტობრივად, ყველანაირი აზრი ეკარგება, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მზად არის, ამ დღეებში ამნისტიის შესახებ კანონი მიიღოს“, – აცხადებს ლაშა დამენია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები