ბერძნული მედია გაიფიცა

საბერძნეთში ჟურნალისტთა და მედიის მუშაკთა პროფკავშირები, მშრომელთა ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კოლექტიური და პირადი უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის, ასევე, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, დღეს 24-საათიან გაფიცვას მართავენ.

გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო უდიდესმა ჟურნალისტურმა პროფკავშირმა – ათენის ყოველდღიური გაზეთების, ESIEA- ს რედაქტორთა კავშირმა და მასთან თანამშრომლობაში მყოფმა ასოციაციებმა.

გამომდინარე იქედან, რომ პირველი მაისი არასამუშაო დღეს დაემთხვა – დიდ შაბათს, მშრომელთა საპირველმაისო აქციები გადაიდო.

შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 1-ელი მაისის სავალდებულო დასვენების დღე 4 მაისისთვის გადაიდო.

დილის 06:00 საათიდან გაფიცვა დაიწყო უმეტეს მედიაში – ბეჭდურ, რადიო, ინტერნეტში, სახელმწიფო და კერძო სექტორში, საბერძნეთის საზოგადოებრივ ტელევიზია ERT-ში, ათენის საინფორმაციო სააგენტო AMNA- ში, მუნიციპალურ რადიოებში, სამინისტროებისა და უწყებების პრესსამსახურებში, ასევე, ინფორმაციისა და კომუნიკაციების გენერალურ სამდივნოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები