სააკაშვილი: რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრას და მოხდეს ფართომასშტაბიანი ომი, დასავლეთის ნაწილი მსხვერპლ უკრაინას დაადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისთვის დასავლეთში გაჟღერებული ფრაზა, რომ “თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამისთვის საფასურს გადაიხდის”, ნიშნავს, “თუ გინდათ, შეიჭერით”.

ამის შესახებ მან Deutche Welle-სთან საუბარში თქვა.

“ანუ შეგიძლია, შეიჭრა, მოკლა, გაძარცვო, გააუბედურო უკრაინელი ხალხი და ამის შემდეგ ჩვენ მოვალთ და შენ გადაიხდი საფასურს. გადაიხდის საფასურს და როგორს? მორიგი სანქციებით? ასეთ დროს პუტინი პირიქით, საკუთარ ძალაუფლებას აძლიერებს იმის ძახილით, რომ “ალყაში ვართ დასავლეთის მხრიდან და მე ამ ფონზე მაინც მოვახერხე რუსეთისთვის მისი ძველი დიდების დაბრუნება”. ამიტომ, ახლა მოქმედებაა საჭირო, არა როგორც ყოველთვის. თავდაცვითი უნარიანობის განმტკიცებით”, – თქვა მან.

საკითხზე, გაევლო პარალელი უკრაინაში განვითარებული ამჟამინდელ მოვლენებსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შორის, სააკაშვილმა თქვა, რომ იყო განსხვავებული მდგომარეობა.

“2008 წლის განვითარებულ მოვლენებამდე, მიმდინარეობდა რამდენიმეწლიანი შემტევი მომზადება, ნაბიჯ-ნაბიჯ მოწმდებოდა დასავლეთის, ჩვენი რეაქცია, შიდა რუსეთის განწყობები და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდნენ ფართომასშტაბიან ომს. 2014 წლის რეაქცია იყო სწრაფი, “მაიდანზე” რეაქცია. დასავლეთის ამჟამინდელი რეაქცია 2008 წლის რეაქციას ჰგავს და არ გამოვრიცხავ, თუ მოხდება ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, დასავლეთის ნაწილმა მსხვერპლი უკრაინა დაადანაშაულოს იმიტომ, რომ ასე უფრო მომგებიანია, კომფორტული, ამბობენ, რუსეთთან უნდა ივაჭრო. გვესმოდა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის საუბრები: რაც მეტად მიდის პუტინი პროვოკაციაზე, მით მეტად უნდა ვესაუბროთ მას. კარგი, ელაპარაკეთ, მაგრამ რაც მეტად ელაპარაკებით, მას ეგონება, რომ შეუძლია თქვენი დაშანტაჟება. ყველაფერს აქვს ფასი. უკრაინა გაცილებით დიდი სახელმწიფოა, ვიდრე საქართველო. თუ 2008 წელს პუტინის მიზანი იყო ჩვენი დედაქალაქის დაკავება და მთავრობის დამხობა, მათი ამჟამინდელი მიზანია მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი. ჩვენ სამხედრო შეჭრაზე ვპასუხობდით. როდესაც იქნება სამხედრო შეჭრა, როდესაც იჭრებიან, უნდა გასცე პასუხი”, – თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები