რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება სხვაგანაც მოხდეს – ჯანმო-ს დირექტორი

გლობალურად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში Covid-19- ით ინფიცირების მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანმო-ს დირექტორმა მოსახლეობას მოუწოდა გააგრძელონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული რეკომენდაციები.

”ინდოეთსა და ბრაზილიაზე გასული კვირის შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის. მაგრამ, მსოფლიოში მრავალი სხვა ქვეყანაა, რომელთაც ძალიან მყიფე მდგომარეობა აქვთ.

ის, რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება სხვაგანაც მოხდეს, თუ ჩვენ ყველა არ შევასრულებთ იმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, რომელსაც ჯანმო ითხოვს პანდემიის დასაწყისიდან”, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისივე თქმით, ”ვაქცინები პასუხის ნაწილია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პასუხი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები