ავღანეთში სამხედრო ბაზა ააფეთქეს – სულ მცირე, 18 ჯარისკაცია დაღუპული

​ავღანეთის დასავლეთით, ფარაჰის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზას “თალიბანის” მებრძოლები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 18 ჯარისკაცია დაღუპული.

მედიის ინფორმაციით, “თალიბები” მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ბაზაზე მოხვედრას სპეციალურად გათხრილი გვირაბის გამოყენებით.

პროვინციის გუბერნატორმა, ტაჯ მოჰამედ ჯაჰიდმა ადგილობრივ მედიას დაუდასტურა, რომ ბაზაზე აფეთქების მიღმა მებრძოლებია, რომლებმაც გვირაბი გათხარეს.

აღინიშნება, რომ ბაზაზე სულ 30 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები