კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 511, აჭარაში – 114
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარაში – 114, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 45, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც: 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 246, აჭარაში – 460, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 12, იმერეთში – 8. 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 – თბილისში, 314 – აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.