კახა კალაძე: მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის, ღმერთმა ინებოს მათი მალე გამოჯანმრთელება

თბილისის მერი კახა კალაძე მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

“სიკეთის, სიხარულის, იმედის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო!

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით დაე, მშვიდობა და კეთილდღეობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებში, მთელ ქვეყანაში, მსოფლიოში!

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის. ღმერთმა ინებოს მათი მალე გამოჯანმრთელება!

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ!”,- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები