სოფელ გუგუთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე (გუგუთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც ამ დრომდე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.