მდინარე ხრამმა ფიტარეთის მამათა მონასტერთან მისასვლელი ხიდი წყლით დაფარა-ბოლნისის მერიის გაფრთხილება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ხრამმა ფიტარეთის მამათა მონასტერთან მისასვლელი ხიდი წყლით დაფარა. ხიდით სარგებლობა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მოქალაქეებს, რომელთაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ფიტარეთის მონასტრის მოლოცვა ჰქონდათ დაგეგმილი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული მდგომარეობა და უსაფრთხოების მიზნით, ფიტარეთის მონასტრის მიმართულებით გადაადგილდებისგან თავი შეიკავოთ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები