პირობითი მსჯავრდებულებისთვის ხის სათამაშოების სახელოსნო მოეწყო

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პირობითი მსჯავრდებულებისთვის მოწყობილი ხის სათამაშოების სახელოსნო დაათვალიერა და სწავლების პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“ სახელოსნოში პირობითი მსჯავრდებულები ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამოშებს დაამზადებენ, ამ პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა, კი მათ ხელფასის სახით ჩაერიცხებათ.

პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა, მსჯავრდებულებს პროფესიული უნარების განვითარებაში და სამომავლოდ, დასაქმებაში დაეხმარება”,- ნათქვამია ინფორმაციაში,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები